მთავარი / პროექტები / “G-Pried”-ის ონლაინ ტრენინგები სკოლაში

“G-Pried”-ის ონლაინ ტრენინგები სკოლაში

2015 წლის 13 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში “USAID”-ის დაფინანსებით დაიწყო ტრენინგების ციკლი საქართველოს დაწყებით განათლების “G-Pried”-ის პროექტის ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობენ I-IV, V-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის მასწავლებლები. პროექტის მიზანია კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარების განვითარება დაწყებით კლასებში. პირველ სესიაზე მასწავლებლებმა განიხილეს კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი პრინციპები. იმსჯელეს ლექტორის მიერ მოცემულ დავალებაზე, გააკეთეს ქვიზი და გაუზიარეს ერთმანეთს სესიაზე მიღებული შთაბეჭდილებები. სესიას უძღვებოდა ფასილიტატორი აზა მარუაშვილი. პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში ჩატარდება 17 სესია.