მთავარი / პროექტები / „განათლება და სამყარო“ სტუმრად სკოლაში.

„განათლება და სამყარო“ სტუმრად სკოლაში.

2014 წლის 26 დეკემბერს ჩვენს სკოლას სტუმრად ეწვია არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და სამყაროს“ ხელმძღვანელი ქალბატონი ნანული რამიშვილი. 2014 წელს სკოლა ჩართული იყო პროექტში, რომელსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებდა. პროექტი გრძელვადიანი იყო და იგი მთელი სასწავლო წელი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ რეგულარული ტრენინგები ომისა და მშვიდობის თემებზე. მოსწავლეებმა შეისწავლეს აფხაზური ენა. მონაწილეობდნენ საზაფხულო სკოლისა და ბანაკის მუშაობაში. ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ, რომ მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი პროექტში. ზოგიერთი მათგანი უკვე თვითონ ატარებს ტრენინგებს დასავლეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლაში და ეს მთლიანად ამ პროექტის დამსახურებაა. ქალბატონმა ნანულიმ წარმოადგინა წიგნები და კატალოგი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და საჩუქრად გადასცა ისინი სასკოლო საზოგადოებას. მასწავლებლები დაინტერესდნენ აღნიშნული გამოცემით. დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წიგნები და მოსწავლეთა გამოცდილება უკვე საშუალებას მოგვცემს მარტივად განვახორციელოთ სკოლის მასშტაბით მსგავსი ტიპის აქტივობები.

სკოლა მადლობას უხდის ორგანიზაცია „განათლება და სამყაროს“, პირადად ქალბატონ ნანული რამიშვილს და იმედს იტოვებს შემდგომი თანამშრომლობისა