მთავარი / პროექტები / წყლის პორტრეტების გამოფენა

წყლის პორტრეტების გამოფენა

წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, VIII, IX, X კლასის მოსწავლეებს ქიმიის გაკვეთილებზე (მასწავლებელი ნატალია გურეშიძე) დაევალათ წყლის პორტრეტების შექმნა. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი აქტიურად ჩაერთო მოცემულ აქტივობაში და წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი „წყლის პორტრეტები“.

ამ სამუშაოს შესრულების დროს ნათლად გამოიკვეთა მოსწავლეთა არამარტო თეორიული ცოდნა წყლის შესახებ, არამედ მათი ფანტაზია, კრეატიულობა, საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციის უნარი.

განსაკუთრებით აქტიურად წარმოაჩინეს თავი: ნინი ხარაიშვილი -X კლ

თეკლა თეთვაძე-VIII კლ

ეკა მაშანეიშვილი -IX კლ

ელენე მეტონიძე -X კლ

მერაბ იობიძე -VIII კლ

ონისე ნიკოლაძე – VIII კლ