მთავარი / მოსწავლეები / წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება/გაზიარება. დევიზი გახლავთ: “იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა 27 თებერვალს ამავე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. დევიზად აირჩიეს “წამიკითხე შენი ზღაპარი”. მართლაც, მათ ამ დღემდე იშრომეს, შექმნეს მოთხრობები და ზღაპრები, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი წიგნად აკინძეს: გაუკეთეს სარჩევი, ყდა, დააწერეს სათაური და გახდნენ პატარა, ახალბედა ავტორები, 27 თებერვალს კი ერთმანეთს წაუკითხეს მათი წიგნებიდან თითო ზღაპარი. შემდეგ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკის რესურსითაც ესარგებლათ და ხელმძღვანელთან ერთად დაამუშავეს რამდენიმე მოთხრობა. საბოლოოდ მათი ინტერესის სფერო ამაღლდა ამ კუთხით – თავადვე ამბობდნენ: “მასწავლებელო, კიდევ წავიკითხოთ”, “კიდევ ხომ ამოვალთ აქ და წავიკითხავთ რაიმეს?”. შედეგი გახლდათ მათი ბედნიერი სახეები და კითხვის დაუოკებელი სურვილი.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

c868b3d7-b95a-4dc2-a06d-74fe0fa2e7f9
8ea14019-20d1-4dad-80c0-ff76e230cd23
65b214a3-aeb8-4eaf-81cf-f0e80c43d2f9
03e5134e-336d-4501-84df-5a82bc0b43be
b00f1997-ad19-4435-b698-2c033a790be5
b68cfecf-878e-4e20-a78f-cf9f85fef3c3
de2155da-ec9b-4299-90ef-a6708b8d9065
a5fc80c4-579f-48f3-82e2-af8fb59b4c13
9aaf86c8-4d57-4811-abc8-41d374defebf
eb7605dc-e6b7-44cc-bd56-adbf33ea3ed5
c868b3d7-b95a-4dc2-a06d-74fe0fa2e7f9 8ea14019-20d1-4dad-80c0-ff76e230cd23 65b214a3-aeb8-4eaf-81cf-f0e80c43d2f9 03e5134e-336d-4501-84df-5a82bc0b43be b00f1997-ad19-4435-b698-2c033a790be5 b68cfecf-878e-4e20-a78f-cf9f85fef3c3 de2155da-ec9b-4299-90ef-a6708b8d9065 a5fc80c4-579f-48f3-82e2-af8fb59b4c13 9aaf86c8-4d57-4811-abc8-41d374defebf eb7605dc-e6b7-44cc-bd56-adbf33ea3ed5