მთავარი / პროექტები / ,,ჩვენი ჯარი”

,,ჩვენი ჯარი”

✅️საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ,,ჩვენი ჯარი”-ს ????????????????ფარგლებში დღეს 16 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. ✅️შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უფროსი ლეიტენანტი რეზო შველიძე და სერჟანტი მამუკა ჩაჩანიძე???????????????? ✅️ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ???????????????? მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ????????❤️თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს. ????????❤️ ✅️თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.❤️❤️

 

,,ჩვენი ჯარი”

335918506_741388114344554_3859812460953376754_n
336021583_3139131829720371_6234374448416204533_n
335945376_199170022742395_3051260755201796201_n
335939955_5942420632543553_5686728499147795261_n
335918506_741388114344554_3859812460953376754_n 336021583_3139131829720371_6234374448416204533_n 335945376_199170022742395_3051260755201796201_n 335939955_5942420632543553_5686728499147795261_n