მთავარი / პროექტები / ყოველი დღე დედამიწის დღეა

ყოველი დღე დედამიწის დღეა

ჩვენი სკოლის უცხო ენათა (ინგლისურის) კათედრა კვლავ აქტიურად ეხმიანება მნიშვნელოვან თარიღებს. ამჯერად მათ ინგლისური ენის მასწავლებლების ლელა იმნაიშვილისა და ნინო კანდელაკის ხელმძღვანელობით დედამიწის დღის აღსანიშნავად მოაწყვეს გამოფენა “Earth Day is Every Day” (ყოველი დღე დედამიწის დღეა). ლელა იმნაიშვილმა მე-3, მე-4 და მე-8 კლასებში განახორციელა აქტივობა “Minute Art”, რომელიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის სახით. აქტივობის შინაარსი: თითოეულმა მოსწავლემ 3 წუთის განმავლობაში გადმოსცა საკუთარი ემოციები დედამიწის დღესთან დაკავშირებით. დროის ლიმიტი 3 წუთი შეირჩა ცნობილი სამაშველო სიგნალის “SOS”-ის გათვალისწინებით.