მთავარი / მოსწავლეები / ქრისტინა შახკულიანი კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა

ქრისტინა შახკულიანი კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა

ჩვენი სკოლის მოსწავლე ქრისტინა შახკულიანი წარმატებული სპორტსმენია. მიუხედავად მისი ასაკისა, იგი უკვე ბევრჯერ  ეზიარა გამარჯვების სიხარულს ქალთა ფეხბურთსა და ქალთა რაგბში. ახლახანს ქრისტინა ფინეთში იმყოფებოდა ქალთა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესაჩევი ტურზე. მისმა გუნდმა,  ქალთა ფეხბურთის 19 წლამდე ასაკის გოგონათა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და გამარჯვება მოუტანა ქვეყანას, ქალაქს, სკოლას. ფინეთიდან დაბრუნებულ ნაკრებს შეხვედრა მოუწყო ქუთაისის მერიამ. მათ მიულოცეს ბავშვებს მიღწეული წარმატება, შემდგომშიც დაპირდნენ თანადგომას და ყველა მონაწილე ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

სკოლა ულოცავს ქრისტინა შახკულიანს მორიგ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს მას!