მთავარი / პროექტები / ქართული წიგნის დღე

ქართული წიგნის დღე

2014 წლის27 ოქტომბერს სსსპ მე–14 საჯარო სკოლა სხვადასხვა აქტივობით    გამოეხმაურა  ქართული  წიგნის  დღეს. მე5–ა კლასში ჩატარდა  ამ დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი  (პედაგოგი ე. ბაქრაძე) ,,წიგნი– ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის ისტორიის შესახებ, წარმოთქვეს წინასწარ მათ მიერ მოძიებული და მოწონებული  ბრძნული გამონათქვამები და სხვადასხვა პოეტის ლექსები წიგნის შესახებ. გამოხატეს მათი აზრი, თუ რა არის მათთვის წიგნი. ისაუბრეს მათი საყვარელი წიგნებისა და ავტორების შესახებ. დიდი ინტერესით გაეცვნენ  ამავე კლასის მოსწავლის რატი ბობოხიძის ხელით გადაწერილ ,,ვეფხისტყაოსანს” და მოისმინეს მონათხრობი, თუ როგორ მუშაობდა  აღნიშნულ ხელნაწერზე.

გაკვეთილის დასასრულს  მოსწავლეები ინტერესით გაეცვნენ  პედაგოგ ე, ბაქრაძის მიერ მომზადებულ მასალას ,, წიგნის ისტორია– უძველესი დროიდან ელექტრონულ წიგნებამდე’’ გაკვეთილის ბოლოს  სკოლის დირექტორის , ნ. ჩუბინიძის , შეთავაზებით დაიგეგმა ექსკურსია სტამბაში. პედაგოგ ნ. სვანიძის შუამდგომლობითა და მშობელთა თანადგომით მოსწავლეები  23 ოქტომბერს იმყოფებოდნენ  სტამბა ,,ხომლი-ენში“. მოსწავლეები გაეცვნენ სტამბის მუშაობის სპეციფიკას.    ამაგდარი სტამბის თანამშრომლებისაგან მოისმინეს სტამბის ისტორია, დაათვალიერეს სამუშაო გარემო.

აღნიშნული დღე ერთერთი საინტერესო ისტორიის ნაწილი გახდა მე–5 კლასელთა ცხოვრებაში.