მთავარი / პროექტები / უმცროსთა ლიგის პირველი თამაში კლუბში „რა, სად, როდის?“

უმცროსთა ლიგის პირველი თამაში კლუბში „რა, სად, როდის?“

2015 წლის 27 თებერვალს კლუბში „რა, სად, როდის?“ უმცროსთა ლიგის პირველი თმაში გაიმართა. თამაშში მე-6, მე-7 და მე-8 კლასების 6 გუნდი მონაწილეობდა. კითხვები შერჩეული იყო ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ბავშვებს ძალიან მოეწონათ თამაში. აღნიშვნის ღირსია კითხვებს შორის მომზადებული ნომრებიც, რომლებმაც კიდევ უფრო გაახალისა თამაში. სკოლა მადლობას უხდის პირველ რიგში ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და კლუბის სულისჩამდგმელებს, ვალერი ვოლჩანსკის, თამარ გაბისონიასა და ქეთევან ამბროლაძეს და წარმატებებს უსურვებს მათ.