მთავარი / მოსწავლეები / უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი

უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი

ჩვენი სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნათია მესხორაძე) განახორციელეს პროექტი „ უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი“, რომლის მიზანი იყო ქალაქის ისტორიული ძეგლების გაცნობა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ქალაქის ღირშესანიშნაობების ფოტოები და დაამუშავეს ინფორმაციები მათზე. მუშაობა დიდი ინტერესითა და ხალისით მიმდინარეობდა. ქალბატონი ნათია მათ  მიერ შესრულებული სამუშაოს ვადებსა და ხარისხს მონიტორინგს უწევდა და საჭიროების შემთხვევაში ქმედით დახმარებასაც უწევდა. პროექტის ბოლო აკორდი იყო გელათის ტაძრისა და სათაფლიის მღვიმის მონახულება. ბავშვები კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ და მზადყოფნას გამოთქვამდნენ დიდი ინტერესით ჩაერთონ მომავალშიც მსგავსი ტიპის აქტივობებში.