ტრენინგი თემაზე „რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა ტუბერკულიოზის შესახებ“
ჩვენს სკოლაში ახალი სასწავლო წელი სამუშაო განწყობით დაიწყო. 23 სექტემბერს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა ტუბერკულიოზის შესახებ“. სწავლება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების USAID, TUBERCULOSIS PREVENTION PROJECT, NCDC, UPC, ტუბერკულიოზის ეროვნული პროგრამისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. მოსწავლეები დაინტერესდნენ ტრენინგზე განხილული საკითხებით. მათ ტრენინგის ბოლოს დასვეს მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვები, რაზეც ფასილიტატორებისაგან კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
სკოლა კვლავაც ხელს შეუწყობს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას, რათა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას.