მთავარი / სიახლეები / სტუმრად თეატრში

სტუმრად თეატრში

 ჩვენი სკოლის მოსწავლეები 2016 წლის 22 თებერვალს სტუმრად იმყოფებოდნენ ქუტაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მოსწავლეები გაეცვნენ თეატრის დაარსების ისტორიას, ძველ რეპერტუარებს, დაათვალიერებს აფიშები და ფოტოები სხვადასხვა სპექტაკლებიდან. საღამოს 5 საათზე კი ნახეს სპექტაკლი „უსასრულობის ათვლა დაიწყო“. სპექტაკლზე მთელი სკოლა ჩვენმა კურსდამთავრებულმა წამყვანმა მსახიობმა, ენდი ძიძავამ დაპატიჟა. მისი გულისხმიერება და ბავშვებთან ურთიერთობისა და სიახლოვის სურვილი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ასე უხდის მადლობას მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებს სკოლის კურსდამთავრებული და ჩვენს სკოლაში თაობათა დიალოგი სახეზეა. უღრმესი მადლობა ქალბატონ ენდის ამ საშური აქტივობის დაგეგმვისთვის, ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის.

23 თებერვალს კლასებში გაიმართა სპექტაკლზე მსჯელობა. წარმატებებს ვისირვებთ ჩვენს მოსწავლეებს!