მთავარი / სიახლეები / სკოლის ახალი ლოგო

სკოლის ახალი ლოგო

ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო, საყვარელო მოსწავლეებო და ჩვენი სკოლის ცხოვრებით დაინტერესებულო საზოგადოებავ.
თქვენ სამსჯავროზე გამოგვაქვს ჩვენი სკოლის ლოგო, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეების იდეებზე დაყრდნობით, ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლემ შაკო ლომთაძემ ააწყო. უდიდესი მადლობა Shako
ლოგოზე გამოსახულია სკოლის უნიკალური შენობა, ამით ხაზგასმულია სკოლის კულტუტული მემკვიდრეობა.
ხელები გამოხატავს ზრუნვას, რადგან ყველა კვლევით (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ზრუნვა ჩვენი სკოლის სავიზიტო ბარათია.
საქართველოს დროშის ლოგოზე დატანით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენი სკოლისთვის ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობას.
ლოგოზე დატანილია მოსწავლეები, რითაც ხაზს ვუსვამთ, რომ მოსწავლე ჩვენთვის მთავარია. ორივე სქესის მოსწავლეების პიკტოგრამები კი ხაზს უსვამს, რომ ვაღიარებთ მოსწავლეთა შესაძლებლობებს მიუხედავად სქესისა და გენდერული მიკუთვნებულობისა.
სკოლის შესასვლელში გამოსახულია ბუ, სწავლის, გონიერების და სიბრძნის სიმბოლო და ბოლოს ლოგი მთავრდება თეთრი ზოლით, თეთრი ხომ თავისუფლების სიმბოლოა.
გთხოვთ შეგვიფასოთ ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა -ის #ლოგო. მოგვწეროთ თქვენი აზრი. სკოლა მზადაა თანამშრომლობისათვის. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.