მთავარი / პროექტები / სკოლაში სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“ დაფუძნდა

სკოლაში სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“ დაფუძნდა

2014 წლის 17 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “ მომავლის თაობა“ ფარგლებში, ქუთაისის №14 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი დაფუძნდა. სოციალური მედიის კოორდინატორმა მარიამ ქველიაშვილმა ახლად შექმნილ სამოქალაქო კლუბს კონსულტაციები გაუწია კლუბის სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები გაეცვნენ პროგრამის მიზნებს, წლის სამუშაო გემის პრიორიტეტებს და იქვე შეიმუშავეს თავიანთი კლუბების სამუშაო გეგმები. შეხვედრას 24 მოსწავლე ესწრებოდა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა“ მომავლის თაობა „ ხორციელდება PH-International-ის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ბავშვებმა სამოქალაქო კლუბს სახელად „ჰუმანისტები“ დაარქვეს და შესაბამისი ლოგოც დაამზადეს.

სკოლა წარმატებებს უსურვებს ახლადშექმნილ კლუბს.