მთავარი / პროექტები / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძის აქტივობები I სემესტრში

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძის აქტივობები I სემესტრში

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძის

აქტივობები  I სემესტრში

ქ. ქუთაისის ს.ს.ი.პ N14 საჯარო სკოლაში 30/10/22დან – 15/12/22ის ჩათვლით განხორციელდა მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო  კონკურსის  ფარგლებში პროექტი –  მეორადი ნივთებისგან ახალი მასალის დამზადება, ანუ ახალი სიცოცხლე (Making new things from second-hand materials, i.e. “new life”)

პროექტისა და იდეის ავტორი ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე გავხდი ამ კონკურსის გამარჯვებული.

ინიციატივა ხორციელდებოდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

პროექტს ახორციელებდა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

პროექტის იდეას წარმოადგენდა გარემოს დაცვისა  და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია სკოლებში.

პროექტის მიზანი გახლდათ . ბავშვებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება,

. ნარჩენების სიმწვავის გააზრება

. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა

. მოხალისეობრივი იდეის გაცნობა, მიზნები და

სიკეთეები.

. მოსწავლეთა თვითრეალიზების და შემოქმედებითი

უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში მოხდა მოსწავლეთა ინფორმირება მეორადი ნივთების გამოყენების შესახებ, ასევე გავაზიარე საპრეზენტაციო მასალა ნარჩენების გადამუშავების და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების შესახებ, კონკრეტულად კი ნარჩენების შემცირებაზე, რაც გაეროს 17 მიზნიდან ერთ-ერთია და რომელიც პროექტის მიზანზე გადიოდა.

პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა VII -IX კლასებიდან მოხალისე ბავშვები, დავადგინეთ სკოლის საჭიროებები და  N14 საჯარო სკოლის სხვადასხვა კათედრისათვის   მეორადი მასალისაგან შევქმენით  საჭირო სასწავლო რესურსები და მოხალისეობის ფარგლებში, უსასყიდლოდ  გადავეცით( საძიებო ანბანი ქართულ და ასევე უცხოურ ენებში, სივრცითი ფიგურები მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებისათვის, მუსიკალური საკრავების სხვადასხვა სახეობა, ჭადრაკის დაფა და ფიგურები, პოლიტიკური რუქა/კონტინენტები) ასევე ბავშვებმა ნარჩენებისაგან დაამზადეს საახალწლო ნაკეთობები. ძირითადი სამუშაო მასალა გახლდათ –

მაკულატურა/შესაფუთი მუყაო, ფურცლები, პლასტიკატის ბოთლები, პლასტმასის ქილები…

პროექტის დასასრულს მოეწყო გამოფენა, სადაც აღფრთოვანებულმა ბავშვებმა გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები…

ასევე დავგეგმეთ მოხალისეობისა და მისი საითის – www.volunteer.ge -ს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სკოლებში და შევარჩიეთ ქუთაისში მდებარე 2-3 სკოლა, რომლებმაც  გამოთქვეს სურვილი  მსგავსი ტიპის რესურსების საჭიროებაზე  და მოხალისეობის ფარგლებში ბავშვებმა მათაც საჩუქრად გადასცეს  პროექტის ფარგლებში დამზადებული სასწავლო რესურსები.

 

პროექტის საბოლოო შედეგი: . გარემოს დაცვის და მოხალისეობის იდეის

პოპულარიზაცია,

. მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება

. პროექტის განმახორციელებელი სკოლისა და სხვა

2 საჯარო სკოლისათვის  რესურსების მიწოდება

. მოსწავლეთა სემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა

. არაფორმალური განათლებით სასკოლო ცხოვრების

კიდევ უფრო გამრავალფეროვნება.

მინდა ავღნიშნო,რომ  და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლია ვმუ­შა­ობ  მო­ზარ­დებ­თან.  მათ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ  სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს და თითქმის ყვე­ლა  და­გეგ­მილ­მა აქ­ტი­ვო­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ  არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით განხორციელებულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში  მა­ღა­ლი  და  და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის  ჩართულობა თანაბარია.  თუ,  აკა­დე­მი­უ­რი   მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ მის­თ­ვის  სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში  ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, ამა­ვე დროს, აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბით და­გეგ­მი­ლი  ღო­ნის­ძი­ე­ბაც პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, და­ბა­ლი  აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლის­თ­ვის   მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა წარ­მა­ტე­ბის  სა­წინ­და­რია.  მოს­წავ­ლე იძენს თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას  და უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი  ხდე­ბა. არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების ხელისშემწყობი მექანიზმია!

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძის აქტივობები I სემესტრში

IMG_20221116_115329_795
IMG_20221102_134341_106
IMG_20221031_125741_389
IMG_20221109_130644_028
IMG_20221031_125714_022
IMG_20221026_133934_729
IMG_20221116_115341_017
IMG_20221116_115414_384
IMG_20221121_124632_360
IMG_20221121_114945_943
IMG_20221216_131853_715
IMG_20221216_131902_909
IMG_20221121_124651_134
IMG_20221216_131928_853
IMG_20221216_131956_866
IMG_20221216_132035_566
IMG_20221216_132131_419
IMG_20221216_132111_816
IMG_20221216_132215_465
IMG_20221216_132221_563
IMG_20221216_133145_490
IMG_20221216_132249_066
IMG_20221216_133906_729
IMG_20221219_121448_986
VID_20221109_124139
IMG_20221116_115329_795 IMG_20221102_134341_106 IMG_20221031_125741_389 IMG_20221109_130644_028 IMG_20221031_125714_022 IMG_20221026_133934_729 IMG_20221116_115341_017 IMG_20221116_115414_384 IMG_20221121_124632_360 IMG_20221121_114945_943 IMG_20221216_131853_715 IMG_20221216_131902_909 IMG_20221121_124651_134 IMG_20221216_131928_853 IMG_20221216_131956_866 IMG_20221216_132035_566 IMG_20221216_132131_419 IMG_20221216_132111_816 IMG_20221216_132215_465 IMG_20221216_132221_563 IMG_20221216_133145_490 IMG_20221216_132249_066 IMG_20221216_133906_729 IMG_20221219_121448_986 VID_20221109_124139