მთავარი / პროექტები / “საშობაო მოგზაურობა” “Christmas Tour “

“საშობაო მოგზაურობა” “Christmas Tour “

მე-6( მასწავლებელი და დამრიგებელი ლელა იმნაიშვილი) და  მე- 6 კლასის(მასწავლებელი ნინო კანდელაკი, დამრიგებელი ლიანა სვანაძე) მოსწავლეების კოლაბორაციის  შედეგად განხორციელდა  პროექტი სახელწოდებით  “საშობაო მოგზაურობა” (“Christmas Tour “). მათ მოაწყვეს საშობაო მოგზაურობა და გვიამბეს  სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო და საშობაო  წეს- ჩვეულებების შესახებ. მათთან ერთად ჩვენ გავემგზავრეთ შოტლანდიასა და ინგლისში, იმერეთსა და რაჭაში, ირლანდიასა და კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ამერიკაში  და გავეცანით ამ ზღაპრული მხარეების და ქვეყნების კულტურის  თვითყოფადობას და თავისებურებებს. მოსწავლეებმა   გადმოსცეს თავიანთი  მოსაზრებები და ემოციები ამ  დღესასწაულების მიმართ მათ მიერ ჩაწერილ ვიდეორგოლებში. მათ დაამზადეს შესაბამისი თემატიკის პოსტერები და წარადგინეს ისინი მოკლე პრეზენტაციების სახით. ტექნიკური უზრუნველყოფა ეკუთვნის მე-6 კლასის მოსწავლეს დუდუ სვანიძეს, რომელმაც სპეციალური პროგრამის დახმარებით დაამონტაჟა ვიდეოკოლაჟი და შემდეგ ატვირთა სოციალურ ქსელ youtube-ზე. პროექტი თავის  მონაწილეობით გაალამაზეს   მე-10 კლასის მოსწავლეებმა მეგი ნარსავიძემ და ლანა ჯანხოთელმა საშობაო სიმღერის შესრულებით. ჩვენი აღსაზრდელები გვილოცავენ შობა-ახალი წლის დადგომას საუკეთესო სურვილებით. Merry Christmas & Happy New Year. სანახავად გთხოვთ  გადახვიდეთ ბმულზე.