მთავარი / მოსწავლეები / საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო

საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო

2014 წლის 5 აპრილს გელათის აკადემიაში ქალაქ ქუთაისის მერიის, ააიპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნები და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე “საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო”. კონფერენციაზე ნაშრომი წარმოადგინა მე-10 კლასის მოსწავლე ლიკა კაცაძემ, რომელმაც წარმატებით გაიარა შესარჩევი კონკუსი და 118 ნამუშევრიდან საუკეთესო 50 ნაშრომის მქონე მოსწავლეს შორის მოხვდა. მან წარმოადგინა საკუთარ სოფელში შემონახული ადათ-წესები და ის იარაღები, რომლითაც ახდენენ ვაზის მოვლასა და ღვინის წარმოებას. ლიკა კაცაძე და მისი ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მასწავლებელი  ეთევან ენდელაძე დაჯილდოვდნენ სიგელებით საუკეთესო თემის წარდგენისათვის.