მთავარი / სიახლეები / საგაზაფხულო ღონისძიებები ჩვენს სკოლაში

საგაზაფხულო ღონისძიებები ჩვენს სკოლაში

საგაზაფხულო ღონისძიებები  გრძელდება მე–14 საჯარო სკოლაში, ამჯერად მე–5  კლასის მოსწავლე  გოგონებს შორის ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით ,, აბა გოგონებო“ (კლასის ხელმძღვანელები ე. ბაქრაძე და  მ. ანდრიაძე) გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საუკეთესო ვარცხნილობის  გაკეთებაში, ხელსახოცების  დაკეცვაში, სუფრის ლამაზად განწყობასა და სალათების დამზადებაში. მათ ასევე წარმოადგინეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები. მოაწყვეს სახელდახელო პოდიუმი და წარსდგნენ მაყურებლებისა და ჯიურის წინაშე ლამაზი ჩაცმულობით. ჯიურიმ ქულების შეჯამებისას ორივე ჯგუფის გოგონები დააჯილდოვა   წამახალისებელი სიგელებით. კონკურსმა საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა.

სკოლა მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავსი ტიპის აქტივობებს