მთავარი / მოსწავლეები / საბავშვო სამოყვარულო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“

საბავშვო სამოყვარულო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“

საბავშვო სამოყვარულო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ არის არაჩვეულებრივი საშუალება მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები – მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მიაღწიონ დამსახურებულ წარმატებას. ფესტივალში წელს ჩვენი სკოლაც ჩაერთო. სსიპ ქალაქ ქუთაისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გადაიღო ფილმი ჩვენს მეათეკლასელ მოსწავლეზე, სოფიო კვირკვაიაზე. სოფო არაჩვეულებრივი გოგონაა შეზღუდული შესაძლებლობებითა და უმანკი სულით. იგი ყოველდღე ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და იგი ვერ იქნება ბარიერი მის გზაზე. მე ძალიან მიხარია, რომ ამას სხვაც ხედავს. წელს მასზე გადაღებულმა ფილმმა „მე ვხედავ მზეს“ დიდი მოწონება დაიმსახურა. თვითონ სოფი კი აღიარებული იქნა, როგორც საუკეთესო მსახიობი. ფესტივალს ძალიან კომპეტენტური ჟიური ჰყავდა და ეს ტიტული ორმაგად სასიხარულოა. სოფო შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა თბილისიდან. მისთვის ეს ორი დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა და მას არასოდეს დაავიწყდება იქ გატარებული დღეები. დიდი მადლობა ფილმის რეჟისორს ნინო სახანბერიძეს. იგი ძალიან ნიჭიერი გოგონაა. უღრმესი მადლობა ფესტივალ „ოქროს პეპელას“ საორგანიზაციო კომიტეტს და პირადად ირაკლი ჯაოშვილს. ჩვენ მხოლოდ ასე შევძლებთ თანამედროვე, დემოკრატიული და ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობას.