მთავარი / პროექტები / პროექტი IIIა კლასში – ,,საქართველოს საოცრებანი“

პროექტი IIIა კლასში – ,,საქართველოს საოცრებანი“

ქ. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის III ა კლასში ( კლასის ხელმძღვანელი დალი მაღლაკელიძე) განხორციელდა პროექტი: ,,საქართველოს საოცრებანი.“ ბავშვებმა ისაუბრეს იმ მღვიმეებსა და გამოქვაბულებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და სურათები პრომეთეს მღვიმეზე, სათაფლიაზე, ნავენახევზე, ვარძიასა და უფლისციხეზე. ბავშვებმა მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია. პროექტი ყველასათვის საინტერესო აღმოჩნდა