მთავარი / სიახლეები / კონფერენციები / მოსწავლეთა და სტუდენტთა  საერთაშორისო  კონფერენცია

მოსწავლეთა და სტუდენტთა  საერთაშორისო  კონფერენცია

სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დაარსებიდან 76-ე წლისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა და სტუდენტთა პირველ სასწავლო-შემოქმედებით საერთაშორისო კონფერენციაზე  „საქართველოს ტურისტული პოტენციალი, გამოწვევები და გადაჭრის გზები”  წარდგნენ სსიპ ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 12ა კლასის მოსწავლე ნია ქარაბაკი თემით “ საირმე ჩემი ქვეყნის მარგალიტი”, ხელმძღვანელი ნინო კანდელაკი და მე-10ა კლასის მოსწავლე მარიამ ხარაბაძე თემით “ღვინის ტურიზმი”, ხელმძღვანელი ლალი ჭიქაბერიძე. თავის ნაშრომში ნიამ ისაუბრა საირმის ღირებულებაზე და მისი მინერალური წყლების  უნიკალურ თვისებებზე. ნიას პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ავთენტური ფოტომასალით, რომელიც მან  გადაიღო   საირმეში მუშაობისას და საკუთარი  გამოცდილება და შთაბეჭდილებები  გაუზიარა აუდიტორიას.  მარიამმა მოყვა  ქვევრის ღვინის  და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ საქართველოში. კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს შორის იყვენენ უცხოელი სტუდენტები და მოსწავლეები.

აღსანიშნავია , რომ კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ  როგორც ქალაქის საჯარო  და კერძო სკოლების , ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
წარმომადგენლები.  ღონისძიებას სტუმრობდა ქ.ქუთაისის  რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნ მაია ცქიტიშვილი. ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებმა გააშუქეს ღონისძიება ტელევიზიით.

 

მოსწავლეთა და სტუდენტთა  საერთაშორისო  კონფერენცია

ceet
conf copy
conf
conff
lali
nnia
სერტ_1
სსს
nia
ცჰემ
lla
ceet conf copy conf conff lali nnia სერტ_1 სსს nia ცჰემ lla