მთავარი / მოსწავლეები / მოსწავლეთა დაჯილდოება

მოსწავლეთა დაჯილდოება

ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლე ანი სვანიძე, მარიამ რობაქიძე, მარიამ კალანდაძე და ქეთევან სვანიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ პირადად დააჯილდოვა კომპიუტერებით. დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და სამინისტროს ასეთი პროექტისათვის და პირადად ქალბატონ თამარს უშუალობისა და მოსწავლეების მხარდაჭერისათვის. ასევე დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებსა და ჩვენი სკოლის დაუღალავ მასწავლებლებს. თითოეულ წარმატებულ მოსწავლეში თქვენი დაუღალავი შრომაა.