მთავარი / მოსწავლეები / მარიამ ბურჯალიანი მათემატიკურ ტურ „ევერესტში“ იმერეთის მასშტაბით მესამე ადგილოსანია!

მარიამ ბურჯალიანი მათემატიკურ ტურ „ევერესტში“ იმერეთის მასშტაბით მესამე ადგილოსანია!

მარიამ ბურჯალიანი მათემატიკურ ტურ „ევერესტში“ იმერეთის მასშტაბით მესამე ადგილოსანია!

მარიამ ბურჯალიანი – ეს ის სახელი და გვარია კარგად რომ უნდა დავიმახსოვროთ, რადგან იგი ბევრ წარმატებას უკავშირდება. მარიამი კლასის საუკეთესო მოსწავლეა. გარდა მისი აკადემიური წარმატებებისა აღსანიშნავია მისი პიროვნული თვისებები. წყნარი, ზრდილი, შრომისმოყვარე მოზარდი კლასში შესვლისთანავე გამოირჩევა. იგი არის მეგობრული, თბილი და კომუნიკაბელური ბავშვი, ამიტომაც იმსახურებს მეგობრებისა და მასწავლებლების პატივისცემას. ამჯერად მის ერთ წარმატებაზე შევჩერდებით. წელს იგი მათემატიკურ ტურ „ევერესტში“ იმერეთის მასშტაბით მესამე ადილზე გავიდა, ხოლო საქართველოს მასშტაბით პირველ ასეულშია თავისი ასაკის ბავშვებს შორის. ეს უდიდესი წარმატება მარიამს მისმა შრომისმოყვარეობამ მოუტანა, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი ხათუნა გვიშიანი, რომელსაც არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია. მარიამის შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელმა მაქსიმალურად განავითაროს მოსწავლეში ის უნარები, რაც წარმატებას განაპირობებს. ბევრი დაუღალავი დღე და უამრავი ფიქრში გათენებული ღამე იმალება ამ წარმატების უკან, რისთვისაც სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ხათუნა გვიშიანს. სკოლას ძალიან ეამაყები და ეიმედები მარიამ! დარწმუნებულნი ვართ, რომ შენი შრომა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს და შენ ამაყად ჩადგები ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ადამიანთა რიგებში. წარმატებებს ვუსურვებთ პატარა მოაზროვნეს მომავალშიც.