მთავარი / მოსწავლეები / კიდევ ერთი წარმატება

კიდევ ერთი წარმატება

ქუთაისის #14 საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში და წარმატებებიც მომრავლდა. ახლახანს მოსწავლეთა 68-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაგვიბრუნდნენ. აღნიშნულ კონფერენციაში 6 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში და ხუთი მათგანი სიგელებით დაგვიბრუნდა. წარმოგიდგენთ გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ თემებს:

მათემატიკის სექცია

  1. დიმიტრი დვალაძე – მე-10 კლ – კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლე და კომპლექსური რიცხვები – თემის ხელ-ლი თინათინ კოხრეიძე
  2. მარიამ გოგელიძე – მე-8 კლ – ფიგურული რიცხვები – თემის ხელ-ლი აზა მარუაშვილი
  3. ანი სვანიძე – მე-8 კლ – ევკლიდეს ალგორითმი – თემის ხელ-ლი აზა მარუაშვილი

 

ქიმიის სექცია

  1. მარიამ ბუხაიძე – მე-11 კლ – ყველასთვის სასურველი შოკოლადი – თემის ხელ-ლი ნატალია გურეშიძე

 

ეკოლოგია-ბიოლოგიის სექცია

  1. თეონა თვარაძე – მე-10 კლ – ბიოლოგიური ევოლუცია და რელიგია – თემის ხელ-ლი ქეთევან ენდელაძე

 

წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მომავალშიც!