მთავარი / პროექტები / ინგლისური ენის კლუბი

ინგლისური ენის კლუბი

ინგლისური კლუბის საქმიანობა უკვე ერთ თვეს ითვლის. ამ დროის განმავლობაში,მოსწავლეებმა თავიანთი პირველი პროექტი განახორციელეს – 3 ჯგუფად დაყოფილი ბავშვები მონდომებით შეუდგნენ მუშაობას და წარმოადგინეს თავიანთი პოსტერები თემაზე „Pear Tree Farm” (მსხლების ფერმა). კლუბში ,თითოეული აქტივობისთვის, ბავშვებს გამოყოფილი აქვთ ორი კვირა.ამჟამად ისინი დიდი ხალისით და ინტერესით მუშაობენ ინგლისური ანბანის ასოების მხატვრულად გამოსახვაზე. კლუბის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები.