მთავარი / პროექტები / ვკითხულობთ ” ვეფხისტყაოსანს”

ვკითხულობთ ” ვეფხისტყაოსანს”

14 აპრილს,ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ ხათუნა სვანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ტრადიციად ქცეული პროექტის „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აგრეთვე,რაც შეიძლება მეტი ამონარიდი სცოდნოდათ ბავშვებს ზეპირად, ჩვენი წინაპრებიც ხომ სწორედ ზეპირად კითხულობდნენ შოთას შეუდარებელ სტრიქონებს. სკოლის ფოიეში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და ყველა მსურველი, ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია ქართული სიტყვის ხიბლი. დღის ბოლოს სიგელებით დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ზეპირად წაიკითხეს ამონარიდები ამ უკვდავი პოემიდან