მთავარი / სიახლეები / ერთობის და მეგობრობის აქცია

ერთობის და მეგობრობის აქცია

მსოფლიოში არსებული საომარი კონფლიქტების და არასტაბილური სამყაროს პირობებში უფრო მეტ აქტუალობას იძენს მშვიდობის, ერთობის და მეგობრობის ღირებულებების დანერგვა აღსაზრდელებში. სწორედ ამ მიზნით უცხო ენების საგნობრივმა ჯგუფმა განახორციელა სასკოლო პროექტი სახელწოდებით “Unity and Peace” ( ერთობა და მშვიდობა). პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია, რომელიც გახდა მე-14 საჯარო სკოლის მშვიდობის და ერთობის მანიფესტი. ქართულ,ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე მათ სიტყვით წარდგენენ თემის წინაშე , შეასრულეს უცხოენოვანი ლექსები და სიმღერები .აქციის საბოლოო აკორდი ჯონ ლენონის  ცნობილი სიმღერის “IMAGINE” ჯერ სოლისტების მიერ, შემდგომ კი  ერთობლივი შესრულება იყო.