მთავარი / პროექტები / გაცოცხლებული ზღაპარი

გაცოცხლებული ზღაპარი

2014   წლის  27  ოქტომბერს  მე-14  საჯარო  სკოლის  5  კლასში  გაიმართა  პროექტის

,,წითელქუდა“  “ Little  Red  Riding  Hood” პრეზენტაცია. პროექტის  ხელმძღვანელი  ინგლისური

ენის  პედაგოგი  ლელა  იმნაიშვილი . პროექტის  განხორციელებაში   მონაწილეობა  მიიღო

კლასის  ყველა  მოსწავლემ. მოსწავლეებმა  დაამზადეს არა  მარტო  მაკეტი  არამედ  გააცოცხლეს

ზღაპრის  პერსონაჟები  და  ჩაწერეს  მცირე  ვიდეო  რგოლი . პერსონაჟები  გაახმოვანეს:

ბარბარე  ბაჯაძე  –  წითელქუდა , რეზო კურტანიძე – მგელი,  დედა – მარიამ გიორგაძე,

შესავალი – ცოტნე  გვანცელაძე  და  დასასრული  საბა  ბენდელიანი.