მთავარი / სიახლეები / გადაფრენა

გადაფრენა

ალბათ ყველა დამეთანხმებით რა დიდი ბედნერებაა  დაწყებით კლასებში მუშაობა. მახსენდება პირველი კლასი: გაოცებული თვალები, მომლოდინე მზერა, სიწმინდე, სისუფთავე. მერე გადის წლები უამრავ დაბრკოლებას აწყდები. ბევრი სიხარულისა თუ დარდის გაზარება გიწევს შენს მოსწავლეებთან ერთად და მაინც კარგი ყოველთვის ჭარბობს უარყოფითს. ამჯერად მე-4 ა კლასზე მინდა გესაუბროთ. მათ დამრიგებელზე ქალბატონ მაია ონიანზე. პირველი-მეოთხე კლასი ის დროა მეგობრობას რომ ეჩვევიან. ერთ გუნდად შეკვრას სწავლობენ და რა ბედნიერია ადამიანი ვინც ამას ახერხებს. მთელი ეს წლები ქალბატონი მაია რუდუნებით მუშაობდა თითოეულ ბავშვთან  მათი ჭირისა თუ ლხინის მოზიარე იყო. ხშირ შემხვევაში დედობის გაწევაც უწევდა თავისი მოსწავლეებისათვის. ყველას თანამოაზრე და გულწრფელი გულშემატკივარი იყო. ამ შრომაში გაილია 4 წელი და დადგა გამომშვიდობების დრო. რასაკვირველია იყო ძალიან ბევრი მოგონება, ბევრი ცრემლი, ემოცია, კმაყოფილი მშობლები და ბედნიერი ბავშვები. შემაჯამებელი ღონისძიება ემოციური გამოდგა. იგი ქუთაისის #23 ბაღში გაიმართა. კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ მშობლები, ბაღის თანაშრომლები. ღონისძიებას ტექნიკურად აფორმებდა სკოლის მასწავლებელი ვალერი ვოლჩანსკი. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. გადაფრინდნენ მაია მასწავლებლის ბუდიდან მისი გაზრდილები ამაყები, თავდაჯერებულები, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილები. გვინდა გზა დავულოცოთ მათ. მომავალშიც ულევი წარმატებები ვუსურვოთ. მაია მასწავლებელი კი მზადაა ახალ თაობას გაუკვალოს გზა ცხოვრების უსწორმასწორო ბილიკებზე.