ბუნებრივი მოვლენები
საკითხი: მიწისძვრა, მეწყერი
პროექტი: ბუნებრივი მოვლენები
მიზანი: საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის წესების შესწავლა კლასი – 2 სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-2 ა და ბ კლასის (დამრიგებლები: მარიამ ბოლქვაძე, ლალი კიკნაძე) მოსწავლეები საერთო პროექტის (ბუნებრივი მოვლენები) ფარგლებში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. პატარებს დახვდათ პოზიტიური და მათზე მორგებული გარემო. იქ მისულთ მეხანძრე-მაშველებმა დაახვედრეს და გააცნეს ის ნივთები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა სამაშველო ოპერაციების დროს. პატარებმა მეხანძრე-მაშველთა დახმარებით მოირგეს სხვადასხვა აღჭურვილობა და სიტუაციურ თამაშში გამოსცადეს ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით. შემდეგ ჩასხდნენ სახანძრო-სამაშველო მანქანაში, ისწავლეს, როგორ ჩაექროთ ცეცხლი სპეციალური წყლის გამშვები ჭავლის საშუალებით. ბოლოს კი კვლავ მათივე დრონით გადაიღეს მცირე ვიდეოები. სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლა მადლობას უხდის იმერეთის რეგიონში მდებარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამშრომლობისთვის.