მთავარი / სიახლეები / ახალი წელი მე-4 ბ კლასში

ახალი წელი მე-4 ბ კლასში

2014 წლის 19 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასში (დამრიგებელი თამილი ბერაძე) ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. ბავშვებმა სტუმრებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და  ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული. მაყურებელი მოიხიბლა საახალწლო სიმღერებით, ლექსებითა და ქართული ხალხური ცეკვებით. პატარა ინგლისელებმა ინგლისური ლექსები და სიმღერებიც წარმოადგინეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა მონაწილეთა გულწრფელი სურვილი საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისა.  ბოლოს თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა მონაწილეები. ზეიმს სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდნენ  ქუთაისის #33 ბაგა-ბაღის ფილიალის დირექტორი და აღმზრდელები. მოწვეული სტუმრები კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. ეს ლამაზი საღამო დიდხანს ემახსოვრებათ ბავშვებსა და მაყურებლებს.

სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს მე-4ბ კლასს დამდეგ ახალ წელს და წარმატებებს უსურვებს მათ და მათ დამრიგებელს ქალბატონ თამილი ბერაძეს.