მთავარი / მოსწავლეები / ანი სვანიძის წარმატება

ანი სვანიძის წარმატება

2014 წლის 16 დეკემბერს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში, რომელსაც იმერეთის რეგიონში ახორციელებს“ ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ორგანიზაცია ,,Winrock international Georgia’’-ს თან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგს სახელწოდებით, “ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია “. ტრენერი: გია არაბიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი.

ბატონმა გიამ ტრენინგის მონაწილეებს ვრცლად ესაუბრა ენერგოეფექტურობის შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიული იყო და შეჯამებისას მოსწავლეებს შორის მოეწყო ვიქტორინა. ვიქტორინაში მესამე ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლემ (დამრიგებელი ნინო ჭოლოკავა) ანი სვანიძემ. ყველა გამარჯვებული მოსწავლე სერტიფიკატითა და საპატიო მედლით დაჯილდოვდა.

სკოლა მომავალშიც წარმატებებს უსურვებს ანი სვანიძეს.